დაძაბულობის ფონზე ჩინეთმა აშშ-დან პანდები გამოითხოვა
29/09/2023 06:24:47 მსოფლიო
დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჩინეთმა აშშ-ს ზოოპარკიდან პანდები გამოითხოვა . ე.წ. პანდას დიპლომატიის ფარგლებში ჩინეთის მიერ აშშ-სთვის გადაცემული პანდების პეკინში დაბრუნება 7 დეკემბრისთვის იგეგმება.
"პანდას დიპლომატია" არის ქვეყნებთან ურთიერთობის გასამყარებლად პანდების გადაცემის სტრატეგია, რომელიც პეკინი წლებია, იყენებს.
ვაშინგტონის ზოოპარკიდან ჩინეთში სამი პანდის დაბრუნების შემდეგ, აშშ-ში მხოლოდ ოთხი პანდა დარჩება, რომლებსაც ჩინეთი 2024 წლისთვის გამოითხოვს.
მსგავსი გადაწყვეტილების საფრთხის წინაშე დგანან გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია.
ანალიტიკოსების ნაწილი ხაზს უსვამს, რომ პანდების გამოთხოვა დასავლეთის ქვეყნებსა და პეკინის შორის ურთიერთობის დაძაბვის პარალელურად მოხდა.
"ჩინეთი ახლა მოითხოვს, რომ პანდების მოვლის პრივილეგიების მქონე ქვეყნები მის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი პანდებს გამოითხოვს". – თქვა ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა.
2019 წლის 5 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა "ნდობის გაღრმავებისა და ორი ძალის ურთიერთპატივისცემის" ნიშნად რუსეთს ორი პანდა გადასცა.


