Accentnews.ge
ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი:  ყაზახეთი ერთმნიშვნელოვნად შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმს

ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი: ყაზახეთი ერთმნიშვნელოვნად შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმს

29/09/2023 05:38:01 მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებით, მის ქვეყანას არ აქვს შფოთი რუსეთის მხრიდან ტერიტორიული პრეტენზიების გამო. ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ტოკაევა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

"რუსეთსა და ყაზახეთს შორის საზღვარი დელიმიტირებულია და მეტწილად დემარკირებულია. დადასტურებულია და რატიფიცირებულია ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს შეშფოთება რუსეთის მხრიდან ტერიტორიული პრეტენზიების გამო", - განაცხადა ტოკაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი "ერთმნიშვნელოვნად" შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმს.

"ჩვენ გვაქვს კონტაქტები შესაბამის ორგანიზაციებთან, რათა შევასრულოთ სანქციების რეჟიმი. და მე არ ვფიქრობ, რომ გერმანულ მხარეს რაიმე შეშფოთება უნდა ჰქონდეს სანქციების რეჟიმის გვერდის ავლით შესაძლო ქმედებების შესახებ", - თქვა ტოკაევმა, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით 28 სექტემბერს ჩავიდა.

2023 წლის თებერვალში ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთთან სასაზღვრო პუნქტები ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი ქვეყნის აღმოსავლეთით 300 კილომეტრიან მონაკვეთზე.

დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს ყაზახეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მქონე ცალკეული რუსი პოლიტიკოსების განცხადებების ფონზე. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ხშირად ისმის რუსი მოღვაწეების პროვოკაციული განცხადებები, რომლებშიც ყაზახები ხედავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

7500 კილომეტრის სიგრძის ყაზახეთ-რუსეთის საზღვარი, ყველაზე გრძელი უწყვეტი სახმელეთო საზღვარია მსოფლიოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S