ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" ბელგოროდის რეგიონში ბრძოლების შესახებ იტყობინება
28/09/2023 19:12:25 მსოფლიო
ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" ბელგოროდის რეგიონში ბრძოლის შესახებ იტყობინება. ამ სახელწოდების შეიარაღებული დანაყოფი, სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ხუთშაბათს შუადღისას შეაღწია.
ბელგოროდის რეგიონის ოპერატიულმა შტაბმა უარყო ინფორმაცია შეიარაღებული ადამიანების საზღვრის გადაკვეთის შესახებ, მაგრამ აღიარა, რომ "იყო ბრძოლა სადემარკაციო ხაზზე სოფლების სტაროსელიეს და ტერებრენოს მიდამოებში, უკრაინის სუმის რეგიონის საზღვარზე, რის შედეგადაც მტერმა უკან დაიხია".
ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამ–არხში გამოაქვეყნა ფოტოები ტერებრენის დაბომბვის შედეგების შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, დაზიანდა შვიდი კერძო სახლი და სამი ადმინისტრაციული შენობა.
- ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ წარმომადგენლები მიზნად ისახავენ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონების განთავისუფლებას, ასევე ბრძოლას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, რომელმაც, როგორც ლეგიონის მანიფესტში ნათქვამია, "გაანადგურა არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკა, არამედ მოუსპო რუსებს განვითარების შესაძლებლობა და ბედნიერი მომავლის უფლება." 2023 წლის 15 მარტს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება"


