Accentnews.ge
პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

28/09/2023 18:39:59 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რას უკავშირდება ეს შეხვედრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა შეხვედრიდან გამოსული რამდენიმე დეპუტატი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი ევროინტეგრაციასა და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე იყო.

"ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბოტაჟი გამოუცხადოს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ დასავლეთის სანქციების რეჟიმს და ამით საფრთხეში ჩააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც სარგებლობს საბანკო სისტემით და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟის გზით, საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორეს მხრივ, საკუთარი გადაწყვეტილებით დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც დასანქცირებულია ჯაშუშობისთვის. ქვეყანა არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე საუბარი“, - განაცხადა "ლელოს" წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა, ხოლო დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მისი პოზიცია გააცნო:

„პრეზიდენტი საქართველოს კანდიდატის სტატუსს ადვოკატირებს და ეს ინფორმაცია ჩვენც გაგვიზიარა. ჩვენც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს განცხადებას. პრეზიდენტის პოზიცია, ალბათ, ცნობილი გახდება იმპიჩმენტთან, ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S