Accentnews.ge
ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

28/09/2023 18:23:50 მსოფლიო

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის ორჯერ დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადებას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“დაახლოებით 15:20 საათზე საჰაერო ხომალდმა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარი გადაკვეთა და კილომეტრ-ნახევრით სიღრმეში შევიდა. 16: 22 წუთზე ვერტმფრენმა განმეორებით დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და 300 მეტრით შემოვიდა”, - წერია განცხადებაში.

თავდაცვის უწყების თქმით, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტის ნოტას ამზადებს.

პოლონურ მხარეს კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S