Accentnews.ge
Edison Research: რესპონდენტთა 61%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison Research: რესპონდენტთა 61%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

28/09/2023 14:58:53 საზოგადოება

Edison Research-ის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S