Accentnews.ge
ბოლო 2 წლის განმავლობაში შვეიცარიამ იმდენი მყინვარი დაკარგა, რამდენიც 1960-დან 1990-მდე 30-წლიან პერიოდში

ბოლო 2 წლის განმავლობაში შვეიცარიამ იმდენი მყინვარი დაკარგა, რამდენიც 1960-დან 1990-მდე 30-წლიან პერიოდში

28/09/2023 14:16:50 პოლიტიკა

ბოლო 2 წლის განმავლობაში შვეიცარიამ მყინვარების 10% დაკარგა, – ასეთი შეფასება გააკეთეს შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტებმა.

"მყინვარების დნობა დრამატულია – სულ რაღაც ორ წელიწადში იმდენი მყინვარი დაიკარგა, რამდენიც 1960 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში", - აცხადებენ ექსპერტები. მათი თქმით, რამდენიმე პატარა მყინვარი საერთოდ გაქრა.

ექსპერტების აზრით, "ყინულის ფართომასშტაბიანი დაკარგვა" გამოწვეულია თოვლის მცირე რაოდენობით, რომელიც ზამთარში მოდის მყინვარებზე და იცავს მათ მზისგან და ზაფხულში მაღალი ტემპერატურისგან.

2023 წლის დასაწყისში შვეიცარიაში მეცნიერებმა და გარემოს დამცველებმა წამოიწყეს კამპანია ალპური მყინვარების გადასარჩენად. ივნისში შვეიცარიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მონაწილეთა 59%-მა ხმა მისცა 2050 წლისთვის ქვეყანაში სათბურის გაზების ნულოვანი გამოყოფის მიღწევას.

სათბურის გაზები გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა უკვე 1.15°c-ით აღემატება პრეინდუსტრიულს. კლიმატოლოგების აზრით, 1.5°c-ის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

შვეიცარიაში საშუალო ტემპერატურა 2.4 °c-მდე გაიზარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S