სტოლტენბერგი: უკრაინელი ჯარისკაცები თანდათანობით იკავებენ ტერიტორიებს კონტრშეტევის ფარგლებში
28/09/2023 13:59:23 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინელი ჯარისკაცები თანდათანობით იკავებენ ტერიტორიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში. ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, მომავლისთვის, მათი თავისუფლებისთვის. მოსკოვი იბრძვის იმპერიული ილუზიებისთვის”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო ახლოს ვართ რუსეთის აგრესიის დასრულებასთან. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღი დადოს და ომი დაასრულოს.
მისი თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა არა მხოლოდ NATO-ს 31 მოკავშირისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორისგან.
„საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მხარს გიჭერთ და გამარაგებთ თქვენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით და 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თქვენს სუვერენიტეტს გაერო-ში. ამავდროულად, რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებისგან", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა ურყევია.


