Accentnews.ge
სტოლტენბერგი: დღეს უკრაინა უფრო ახლოსაა NATO–ს წევრობასთან, ვიდრე ოდესმე

სტოლტენბერგი: დღეს უკრაინა უფრო ახლოსაა NATO–ს წევრობასთან, ვიდრე ოდესმე

28/09/2023 13:38:55 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დღეს უკრაინა უფრო ახლოსაა ალიანსის წევრობასთან, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე იზრდება, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებების მხარდაჭერა მცირდება.

"ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ივლისში, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ უკრაინა NATO–ში გაწევრიანდებოდა და სამი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ეს რეალობა ყოფილიყო", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

  • მისი თქმით, პირველია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განხორციელების მოთხოვნის გაუქმება. მეორე - პროგრამის შეთანხმება, რომლის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადი გახდება ნატოს წევრი ქვეყნების ჯარებთან. მესამე - უპრეცედენტო დონეზე პოლიტიკური კავშირების გაძლიერება NATO–სა და უკრაინას შორის. საუბარია უკრაინა-NATO–ს კომისიის შექმნაზე.

"ეს სამი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინა ახლაNATO–სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. უკრაინის მომავალი NATO–შია. ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

NATO–ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის წევრები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან დასაცავად. სტოლტენბერგის განცხადებით, NATO–ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას თითქმის 100 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს, რომლის ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S