იტალიაში, ვეზუვის მთაზე მიწისძვრების სერია მოხდა, ნეაპოლის მოსახლეობის მასობრივ ევაკუაციას არ გამორიცხავენ
28/09/2023 13:24:56 მსოფლიო
იტალიაში, ვეზუვის მთაზე მიწისძვრების სერია მოხდა, გამოცხადებულია მოსახლეობის ევაკუირების საფრთხე, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, მომხდარის გამო ნეაპოლის მაცხოვრებელთათვის მასობრივი ევაკუირება შეიძლება, გახდეს საჭირო.
„გუშინ ამ რაიონში 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა – ეს უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ბიძგია. სტრუქტურული დაზიანებების კვალი ჯერ–ჯერობით აღმოჩენილი არ არის, მაგრამ თუ ვეზუვიზე უფრო დიდი ვულკანი - კამპი-ფლეგრეის ამოფრქვევა სრული სიმძლავრით მოხდა, ის მილიონობით ადამიანის მსხვერპლს გამოიწვევს“, - განაცხადა ვეზუვის ვულკანის ობსერვატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯუზეპე დე ნატალემ.
ექსპერტების თქმით, ამოფრქვევის უშუალო საფრთხე ჯერ–ჯერობით არ არსებობს, მაგრამ შენობების შემოწმება აუცილებელია.


