
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბლოკის შესაძლო გაფართოებისთვის მომზადების და კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ
28/09/2023 09:38:27 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბლოკის 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადების და კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა – ესპანეთი ავრცელებს.
მისი ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა 28-29 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ მურსიაში იმართება და "შეკრების პირველ დღეს მთავარი აქცენტი გაკეთდება შიდა მომზადების აუცილებლობაზე 36-მდე წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევროკავშირის შექმნისთვის".
ამავდროულად, მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერის საკითხი.