
NATO-ში აშშ-ის ელჩი: ალიანსი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის
28/09/2023 09:11:55 პოლიტიკა
NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ ალიანსი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის.
"NATO გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას როგორც უკრაინისთვის, ისე ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც თავიანთი შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას გაუგზავნეს. ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც მოკავშირეებმა უკრაინელებს მიაწოდეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, რამაც გამოიწვია გარკვეული დეფიციტი მათ მარაგებში. ამიტომ, NATO -მ დაიწყო მუშაობა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ "თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე", რომელიც ფოკუსირებულია საბრძოლო მასალის ნაკლებობის აღმოფხვრაზე, როგორც უკრაინელებისთვის, ისე ალიანსის ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც, უკრაინის დახმარების გამო დეფიციტს განიცდიან", - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, უკრაინის მიმართ ალიანსის მხარდაჭერა ურყევია.