Accentnews.ge
კულტურის სამინისტრო: კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა სამინისტროში ხვალ არის დანიშნული

კულტურის სამინისტრო: კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა სამინისტროში ხვალ არის დანიშნული

28/09/2023 08:57:28 საზოგადოება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონსერვატორიასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ამ განცხადებაში სამინისტრო არ პასუხობს კონსერვატორიის აკედემიური საბჭოს გუშინდელ მოთხოვნას მინისტრის ბრძანების გაუქმების შესახებ, რომლითაც შეჩერდა კონსერვატორიის რექტორის არჩევის პროცესი.

სამინისტროში ამბობენ, რომ კონსერვატორიის აკედემიურ საბჭოსთან დაგეგმილია შეხვედრა ხვალ, 29 სექტემბერს, 16 საათზე.

„მივესალმებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სურვილს, სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა. როგორც გუშინდელ საჯარო განცხადებაში ითქვა, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით. ამ მიზნით კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა სამინისტროში დანიშნულია ხვალ. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები. სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, ბატონი იოსებ ბაღათურია, რომელიც სხვებთან ერთად კურირებს სამართლებრივ საკითხებს და სამინისტროს წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გუგა მირიანაშვილი", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარე საარჩევნო პროცედურა შეწყდა“, რაც ნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები ცოტა ხნით გადაიდო. მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე.

გუშინ კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ კულტურის სამინისტროს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, გააუქმოს კონსერვატორიაში მიმდინარე არჩევნების შეჩერებაზე თავისივე დადგენილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S