Accentnews.ge
ლავროვი: საქართველოს მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების განახლებაზე

ლავროვი: საქართველოს მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების განახლებაზე

28/09/2023 08:18:26 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ აქებს საქართველოს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს მთავრობასთან შეათანხმა პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი, რომელზეც მანამდე თავად რუსეთს ჰქონდა აკრძალვა დაწესებული. მანამდე ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ რუსეთმა თავად მოხსნა საკუთარი აკრძალვა და რომ ამ თემაზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილი მთავრობასთან ფრენების განახლებაზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება და საჰაერო კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ქმნის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება ფრენების გეოგრაფიაც, იზრდბა სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპერტო პროდუქტი – ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა“,– თქვა ლავროვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში მან კვლავ საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომში.

თემის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა უარყო მთავრობებს შორის კომუნიკაცია.

„ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები – მაგალითად, თვითმფრინავი როგორ დაჯდეს – საქართველოს და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებად გაასაღოს და ამით დააზიანოს საქართველოს მოქმედი მთავრობა, იმიტომ, რომ მან იცის, რომ მისი ყოველი პოზიტიური შეფასება საქართველოში არის ნეგატიურად აღქმული და ეს ასეა“,– თქვა დავითულიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S