Accentnews.ge
"გაბედეს" აქტივისტები პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს

"გაბედეს" აქტივისტები პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს

09/12/2019 12:31:29 სხვა, სამართალი

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" ოთხი აქტივისტი მიშა ქუმსიშვილი, ბექა ნათელაშვილი, ირაკლი ქართველიშვილი და ლევან ლელაშვილი 10 დეკემბერს, 10:00 საათზე, მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ "გაბედეს"აქტივისტი მიშა ქუმსიშვილი იუწყება. 

როგორც ქუმსიშვილი ამბობს, მმართველი პარტის ოფისთან აქციის გამართვის შემდეგ მას მცხეთის პოლიციის თანამშრომელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ "გაბედეს" 4 წევრი გამოკითხვაზე უნდა დამოცხადდეს.

მისივე თქმით, „გაბედეს" აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - ხულიგნობას და პოლიციელების მიმართ გინებას ედავებიან, თუმცა თავად ირწმუნება, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S