ყარაბაღის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სომხეთში უკვე შევიდა
28/09/2023 06:59:27 მსოფლიო
ყარაბაღის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, კერძოდ, 65 036 ადამიანი სომხეთში უკვე შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.
მისი ცნობით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 000 მდეა.
ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.


