Accentnews.ge
ISW: უკრაინელებმა სავარაუდოდ, რაბოტინო-ვერბოვოეს რუსული თავდაცვის ხაზი გაარღვიეს

ISW: უკრაინელებმა სავარაუდოდ, რაბოტინო-ვერბოვოეს რუსული თავდაცვის ხაზი გაარღვიეს

28/09/2023 06:55:33 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს სანგრების ხაზამდე ვერბოვოეს დასავლეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში და ასევე, სავარაუდოდ, ჯავშანტექნიკით მიაღწიეს გარღვევას რაბოტინო-ვერბოვოეს ხაზზე,– იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) საკუთარ ანგარიშში.

ISW-ში სპეციალურ რუკებს ეყრდნობიან, რომლებზეც ჩანს, რომ 26 სექტემბერს რუსებმა უკრაინელი ქვეითი სამხედროების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

ISW-ში ამბობენ, რომ თუ ოკუპანტებმა ე.წ. დრონი ასეთ მანძილზე გამოიყენეს, ესე იგი ისინი სანგრებიდან გამოსულები არიან. მკვლევარებს მაგალითად რამდენიმე რუსი სამხედრო მეთაურის კომენტარიც მოჰყავთ – ისინი უკრაინელი სამხედროების რობოტინო-ვერბოვოეს ხაზზე შეჭრაზე საუბრობენ.

ISW-ში აცხადებენ, რომ სიტუაცია ვერბოვოეზე ჯერ ბუნდოვანია, რუსმა სამხედრო ბლოგერებმაც სულ უფრო ნაკლები ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, რაც რუსების მარცხზე მეტყველებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S