
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 44 დრონიდან 34 გავანადგურეთ
28/09/2023 06:19:48 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 44 დრონი(Shahed-136/131). უკრაინელმა სამხედროებმა 34 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
დრონებით თავდასხმის გამო უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებში საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა და დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.
გარდა ამისა, აფეთქებები იყო ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში. შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.