
ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით "ახალგაზრდები ლაზარესთვი" გაიმართება
28/09/2023 05:54:46 საზოგადოება
"ახალგაზრდები ლაზარესთვის" - ხვალ, 29 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ისინი მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვენ.
"პარასკევს 19:00 საათზე ახალგაზრდები ვიკრიბებით ლაზარესთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რადგან პრეზიდენტს და "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ საქართველო არასდროს არ იქნება "რუსეთის გუბერნია" და დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ლაზარე გრიგორიადისი. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი", - წერენ ორგანიზაციები.
25 სექტემბერს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი, მამის ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. იგი მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული. ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ეს 9-თვიანი ვადა ეწურება. გრიგორიადისის ადვოკატი დღევანდელ გადაწყვეტილებას სწორედ ამ ვადის ამოწურვას უკავშირებს.