Accentnews.ge
უკრაინელები ბახმუტ-გორლოვკას გზატკეცილზე კონტროლს ინარჩუნებენ: როგორ ზემოქმედებს ეს რუსებზე

უკრაინელები ბახმუტ-გორლოვკას გზატკეცილზე კონტროლს ინარჩუნებენ: როგორ ზემოქმედებს ეს რუსებზე

28/09/2023 05:47:44 მსოფლიო

ბახმუტ-გორლოვკას გზატკეცილზე უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ საცეცხლე კონტროლის დამყარებამ გაართულა რუსი ოკუპანტების გადაადგილება და მომარაგება,– ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერი ილია ევლაში.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ ხსენებულ გზატკეცილზე საცეცხლე კონტროლს.

„ჩვენ ვაყენებთ საცეცხლე ზიანს ყველა არსებული საარტილერიო საშუალებით და უპილოტო სისტემების გამოყენებით. მტერს გაცილებით უჭირს ამ მიმართულებით და თავად ბახმუტში თავისი დაჯგუფებისთვის სხვადასხვა სახის მხარდაჭერის აღმოჩენა, რამდენადაც ეს არის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი სამხრეთის მიმართულებით“, - განაცხადა სპიკერმა.

ამავდროულად, ევლაშმა აღნიშნა, რომ რუსებს კომუნიკაციის სხვა გზები აქვთ. კერძოდ, საუბარია სოლედარისკენ მიმავალ გზატკეცილზე და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამავალ სხვა გზებზე. ამასთან, ბახმუტ-გორლოვკის საავტომობილო გზაზე კონტროლის დამყარება არის „პირველი განგაშის ზარი“, რამაც უკვე გაართულა ამ მიმართულებით ოკუპანტების გადაადგილება და მომარაგება. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტები სარგებლობენ ამ გზით და ატარებენ საბრძოლო მასალას ან პერსონალს, ესმით ისიც, რომ იქვე შესაძლოა, 155 მმ–იანი ჭურვი დაეცეს,– აღნიშა სპიკერმა და დასძინა, რომ სწორე ეს გარემოება არ მატებს ენთუზიაზმს ოკუპანტებს ამ მიმართულებით.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები "აქ მოძრავი მოწინააღმდეგის ყველა ტექნიკურ აღჭურვილობას აფიქსირებენ და საცეცხლე ზიანს აყენებენ".

21 სექტემბერს ევლაში იტყობინებოდა, რომ დონეცკის ოლქში ანდრეევკასა და კლესჩიევკას გათავისუფლებამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, საცეცხლე კონტროლის ქვეშ აეყვანათ ბახმუტ-გორლოვკას გზატკეცილი. ის კონტაქტის ხაზიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. ამავდროულად, ოკუპანტებს ჯერ კიდევ აქვთ სხვა ლოგისტიკური მარშრუტები, რომლებითაც ამარაგებენ ჯგუფს ბახმუტში. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ამ მარშრუტების გადაჭრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S