ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
28/09/2023 05:31:34 მსოფლიო
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მდებარე ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია.
ტელეგრამ–არხ Mash-ის ცნობით, კომპანია Inter Logistics-ის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ გაანადგურა.
უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.


