Accentnews.ge
ყარაბაღიდან სომხეთში 53 000 ადამიანი შევიდა

ყარაბაღიდან სომხეთში 53 000 ადამიანი შევიდა

27/09/2023 19:11:34 მსოფლიო

ყარაბაღიდან სომხეთში 53 000 ადამიანი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

მისი ცნობით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.

ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S