Accentnews.ge
აშშ–მა სანქციები დაუწესა ირანის, ჩინეთის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ფირმებს, რომლებიც თეირანს უკრაინაში გამოყენებული დრონების წარმოებისთვის დახმარებას უწევენ

აშშ–მა სანქციები დაუწესა ირანის, ჩინეთის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ფირმებს, რომლებიც თეირანს უკრაინაში გამოყენებული დრონების წარმოებისთვის დახმარებას უწევენ

27/09/2023 18:00:25 მსოფლიო

აშშ–ის ცნობით, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანის, ჩინეთის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ფირმებს, რომლებიც თეირანს უკრაინაში გამოყენებული დრონების წარმოებისთვის დახმარებას უწევენ "კრიტიკული კომპონენტების მიწოდებით".

კერძოდ, სანქციები დაუწესდათ შემდეგ კომპანიებს:

  • ირანულ ფირმას Pishgam Electronic Safeh Company და მის აღმასრულებელ დირექტორს ასობით ათასი დოლარის ღირებულების სერვო ძრავების შეძენის გამო;
  • ჰონგ კონგში დაფუძნებულ კომპანიას Hongkong Himark Electron Model Limited და ჩინეთში დაფუძნებული ფირმის Hong Kong Himark-ის ოფიციალურ პირს ფან იანგს 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სერვო ძრავების ირანისთვის მიყიდვისთვის.
  • ორ თურქულ კომპანიას. აშშ–ის ცნობით, თურქულმა ფირმებმა ხელი შეუწყვეს ასობით ათასი დოლარის ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებას სერვო ძრავების შესაძენად Hong Kong Himark-დან.
  • კომპანიას არაბთა გაერთიანებული საამიროები​დან, რომელმაც ხელი შეუწყო სერვო ძრავების ირანისთვის მიწოდებას.

„ერთ-ერთი სერვოძრავი, რომელიც შეძენილია Pishgam Electronic Safeh Company–ს მიერ, ნაპოვნი იქნა ირანული წარმოების Shahed-136–ის ნამსხვრევებში, რომელიც უკრაინაში ცოტა ხნის წინ ჩამოაგდეს", – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

ვარაუდობენ, რომ ივლისის მდგომარეობით, ირანმა რუსეთს 400-ზე მეტი Shahed-131-ის, Shahed-136–ის და Mohajer–ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S