იოზვიაკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება
27/09/2023 10:52:46 პოლიტიკა
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
"ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება", - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.
ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


