Accentnews.ge
რომელ ქუჩებზე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ოქტომბრიდან

რომელ ქუჩებზე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ოქტომბრიდან

27/09/2023 09:05:44 საზოგადოება

დედაქალაქის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„1 ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება ჩუღურეთის რაიონში, კონკრეტულად ივანე ჯავახიშვილი ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მთაწმინდის რაიონში ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძის და ჯანაშიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე ვაკის რაიონში კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მაცხოვრებლებს, თუ ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა უფასო დააყენონ კუთვნილი ავტომანქანები საკუთარ საცხოვრებელ კორპუსებთან“, - აღნიშნა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S