27-09-2023 10:48:05 მსოფლიო
ბოლო 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
მისი ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არიან სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის და აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.
გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, სევერნოეს, რაიონში და ქალაქ მარინკასთან, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქში - სოფელ ნოვოდაროვკასთან.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს.