Accentnews.ge
ერაყში ქორწილში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში ქორწილში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა

27/09/2023 05:41:40 მსოფლიო

ერაყში საქორწილო წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, მსხვერპლთა შორის სიძე და პატარძალიც არიან.

შემთხვევა ერაყის ჩრდილოეთ ნინევეს პროვინციაში, ალ-ჰამდანიას რაიონში მოხდა. რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ის ფოიერვერკის დანთების შემდეგ გაჩნდა.

რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S