Accentnews.ge
ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი თაღლითობაში დამნაშავედ სცნო

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი თაღლითობაში დამნაშავედ სცნო

27/09/2023 05:37:41 მსოფლიო

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი თაღლითობაში დამნაშავედ სცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე არტურ ენგორონმა მიიღო, იტყობინება Reuters.

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპი თაღლითობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სარჩელი 2022 წლის სექტემბერში შეიტანა. ჯეიმსმა ტრამპი დაადანაშაულა, რომ მისი ძირითადი კომპანია The Trump Organization ათი წლის განმავლობაში ატყუებდა ფინანსურ მარეგულირებელ ორგანოებს თავისი აქტივების ღირებულების შესახებ, რათა საკრედიტო და სადაზღვევო მომსახურებისას საბანკო შეღავათებით ესარგებლა.

"ეს არ არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება შტატის პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის სამოქალაქო სარჩელზე, მისი განხილვა 2 ოქტომბრიდან გაგრძელდება", – იუწყება ამერიკული მედია.

ეს ერთ-ერთია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე საქმიდან. წელს მას ოთხი ბრალდება წაუყენეს: შეთქმულებაში, რამაც გამოიწვია კაპიტოლიუმის შტურმი 2021 წლის იანვარში; შეთქმულებაში ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით; საიდუმლო დოკუმენტების შენახვაში „მარ-ა-ლაგოს“ მამულში და ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S