"ვითარება კონტროლირებადია": ზალუჟნიმ მილისთან ბოლო საუბარი გამართა მის გადადგომამდე
26/09/2023 20:04:57 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ "ფინალური" სატელეფონო საუბარი გამართა შეერთებული შტატების გაერთიანებული კომიტეტების შტაბის მეთაურთან, მარკ მილისთან, რომელიც ამ თანამდებობაზე საკუთარ საქმიანობას ასრულებს.
მოლაპარაკებაში ასევე მონაწილეობდა გენერალი ჩარლზ ბრაუნი, რომელიც მილის ჩაანაცვლებს.
"შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ზალუჟნიმ დასძინა, რომ მან თანამოსაუბრეებთან ერთად განიხილა ფრონტზე არსებული ვითარება და ისაუბრა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების პროგრესზე.
„სიტუაცია კონტროლირებადია. ჩვენმა ჯარისკაცებმა არც ერთი პოზიციის დაკარგვა არ დაუშვეს. ზოგიერთი მიმართულებით, მიუხედავად მტრის სასტიკი წინააღმდეგობისა, ვაგრძელებთ წინსვლას“, - დასძინა ზალუჟნიმ.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის არმიის საჭიროებებზე საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და საბრძოლო მასალის მიმართულებით. ასევე მადლობა გადაუხადა გენერალ მარკ მილის უკრაინის „წინაშე გაწეული სამსახურისთვის“.
მარკ მილი აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი 2019 წლის 1 ოქტომბერს გახდა. ეს არის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი. ამ თანამდებობაზე პირს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.


