მედია: რუსეთში პენსიონერებს ვადაგასული პროდუქციით გამოკვებავენ
26/09/2023 17:02:01 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მხარი დაუჭირეს ინიციატივას, მაღაზიებში ვადაგასული პროდუქციისთვის გამოიყოს სპეციალური თაროები და მათზე შემოდებული პროდუქცია პენსიონერებს უფასოდ მიეწოდოთ, - იუწყება რუსული მედია.
"ეს კარგი მხარდაჭერა იქნება არამარტო პენსიონერებისთვის, არამედ მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი სხვა კატეგორიებისთვისაც. ჩვენ უნდა წავახალისოთ მეწარმეები საგადასახადო პრეფერენციებით, რატა მათ მსგავსი თაროები ჩამოაყალიბონ" - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს განათლების კომიტყეტის თავმჯდომარის მოადგილემ იანა ლანტრატოვამ.
ინიციატივა მთავრობასთან მოქმედი ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტებს ეკუთვნით.


