Accentnews.ge
BBC: რუსეთი მოსყიდვის გზით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრტუნებას ცდილობს

BBC: რუსეთი მოსყიდვის გზით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრტუნებას ცდილობს

26/09/2023 16:42:38 მსოფლიო

რუსეთი ცდილობს, დაბრუნდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში, საიდანაც იგი წელიწადნახევრის წინ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის აპრილში გააძევეს. საკუთარი პოზციის დასაცავად მოსკოვი ავითარებს თეზისს, თითქოს საბჭოში მისი წარმოდგენილობა "დაიცავს ამ ორგანოს ქვეყნების ერთი ჯგუფის პოლიტიკური სურვილების ინსტრუმენტად ქცევისაგან", ხოლო ხმების საჭირო რაოდენობის მისაღებად შედარებით ღარიბ ქვეყნებს "იმპერიალისტების" წინააღმდეგ განაწყობს და ამასთანავე ხორბალსა და იარაღს სთავაზობს, - იუწყება BBC.

ცნობისთვის მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისთვის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაგეგმილია არჩევნები, რომელთა შედეგად არჩეული წევრები პოზიციებს სამწლიანი ვადით დაიკავებენ. რუსეთს ალბანეთი და ბულგარეთი გაუწევენ კონკურენციას ორი ადგილისთვის, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (ჩეხეთისა და უკრაინის ნაცვლად, რომელთა ვადა იწურება) ქვეყნებისთვისაა დარეზერვებული.

სულ საბჭო 47 წევრს ითვლის

ორშაბათს, 25 სექტემბერს გაერო-ს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ, რომელიც უკრაინის ომის დროს ჩადენილ დარღვევებს იკვლევს, წელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო დანაშაულების შესახებ მოხსენება წარმოადგინა. მასში საუბარია, კერძოდ, "მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებზე, ზიანის მიყენებაზე, წამებაზე, სექსუალურ და გენდერულ ძალადობაზე, როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, წამება "ფართოდ და სისტემატიურად გამოიყენება" მთელ რიგ შემთხვევებში კი მწამებლები იმდენად დაუნდობელნი იყვნენ, რომ საქმე მსხვერპლთა სიკვდილით დასრულდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S