Accentnews.ge
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირების უნარს კარგავს

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირების უნარს კარგავს

26/09/2023 16:25:31 მსოფლიო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის 20 და 22 სექტემბერს განხორციელებული შეტევები ყველაზე დამანგრეველი და კარგად კოორდინირებული აღმოჩნდა, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.

მისივე შეფასებით, რუსეთის ფლოტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და მართალია, მას შესაძლოა, ჯერ კიდევ შეეძლოს ძირითადი სამხედრო ამოცანების შესრულება, ფრთოსანი რაკეტებით დარტყმების განხორციელების ჩათვლით, თუმცა უკვე დაკარგული აქვს ფართომასშტაბიანი პატრულირებისა და უკრაინული პორტების ბლოკადის შენაჩუნების უნარი.

სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინულ იერიშს რუსული ფლოტის სარდალი ვიქტორ სოკოლოვი და კიდევ 34 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა, - იუწყება უკრაინის სპეცოპერაციების ძალების პრესსამსახური.

მისივე ინფორმაციით, იმავე ოპერაციის დროს ხსენებულთა გარდა, კიდევ 105 ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო თავად შტაბის შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ სევასტოპოლში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შესახებ. ქალაქის რუსმა გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა თავის ტელეგრამ-არხში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული ავიაიერიშის შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ ერთი სამხედროს უგზო-უკვლოდ დაკარგვისა და 5 უკრაინული რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S