Accentnews.ge
პუტინმა საკუთარ თავს, მედვედევს, დეპუტატებსა და ძალოვანებს ხელფასები გაუზარდა

პუტინმა საკუთარ თავს, მედვედევს, დეპუტატებსა და ძალოვანებს ხელფასები გაუზარდა

26/09/2023 16:07:37 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს სახელმწიფო მოხელეთა ცალკეული კატეგორიებისთვის პირველი ოქტომბრიდან ხელფასების 5,5 პროცენტით გაზრდის თაობაზე. შესაბამისი დოკუმენტები სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზეა გამოქვეყნებული.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხელფასები გაეზრდებათ, კერძოდ, თავად პრეზიდენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებსა და ფედერაციის საბჭოს სენატორებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების რიგ ხელმძღვანელ პირებს, სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის საელჩოებისა და საკონსულოების მუშაკებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენლებს, ასევე ცსკ-ის თანამშრომლებს, საგამოძიებო და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის, სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრე ბატრიკინსა და გენპროკურორ იგორ კრასნოვს.

საგულისხმოა, რომ 2022 წლის ბოლოს გამოცემული ბრძანებულებით პუტინმა ნება დართო თანამდებობის პირებს, უკრაინაში ომის მიმდინარეობის პერიოდში შემოსავლების დეკლალირება არ მოახდინონ. ამდენად, ბოლო დეკლარაციები 2022 წლის მაისით თარიღდება და 2021 წლის მდგომარეობას ასახავს.

იმ წლის დეკლარაციის მიხედვით, თავად პუტინმა 2021 წელს 10, 202 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 208 ათასით აღემატება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S