Accentnews.ge
ლატვია რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება

ლატვია რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება

26/09/2023 15:40:49 მსოფლიო

არალეგალი მიგრანტების მასოვრივი ნაკადის შემთხვევაში ლატვია რუსეთისა და ბელარუსისთვის საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლის მთავარ თემას ლატვიის საზღვარზე ჰიბრიდული შეტევების საფრთხე რეგიონის უსაფრთხოებაში გერმანიის როლი წარმოადგენდა.

"პრეზიდენტმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ლატვია მზადაა, მიმართოს ყველა აუცილებელ ზომას, მათ შორის საზღვრის ჩაკეტვას, განსაკუთრებით - მიგრანტების მასობრივი ნაკადების შემთხვევაში" - იუწყება რინკევიჩსის კანცელარია.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, რინკევიჩსმა პისტორიუსს მადლობა გადაუხადა ბალტიის ქვეყნებში გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმოდგენილობის სისტემური ზრდის გამო და მზადყოფნა გამოთქვა, 2024 წელს ლიელვარდში გერმანული სამხედრო ავიაციის როტაცია განახორციელოს.

აგვისტოს შუა რიცხვებში ლატვიამ ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების მიზნით მესაზღვრეების მობილიზაცია დაიწყო. ამასთანავე, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას საზღვრის დაცულობის უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა.

მანამდე ანალოგიურ ზომებს ლიეტუვამ და პოლონეთმა მიმართეს.

19 სექტემბერს ლატვიის მთავრობამ ბელარუსთან საზღვარზე არსებული ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან ერთ-ერთის - სილენეს ჩაკეტვის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილების მოტივად საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევების რაოდენობის გასამმაგება დასახელდა.

ბელარუსსა და მასთან მოსაზღვრე დასავლურ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც რესპუბლიკაში რუსული უკანონო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლები გადაისროლეს. პოლონეთმა და ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ მინსკს მათი გაძევება მოსთხოვეს, თუმცა რუსეთის მოკავშირე ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამ მოთხოვნის შერულებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S