Accentnews.ge
ლატვიის პრეზიდენტი: საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას

ლატვიის პრეზიდენტი: საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას

26/09/2023 15:31:07 პოლიტიკა

საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა საქართველოს რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულებაში მეტი პროგრესისკენ მოუწოდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

“ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა რინკევიჩმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს რიგაში შეხვდა.

"დღეს შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას ვუხდი ლატვიას საქართველოს გვერდით დგომისთვის წლების განმავლობაში. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე", – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S