Accentnews.ge
ევროკავშირი: რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის ყველაზე დიდი წყარო X/Twitter-ია

ევროკავშირი: რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის ყველაზე დიდი წყარო X/Twitter-ია

26/09/2023 15:23:04 მსოფლიო

ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Facebook, Google და TikTok, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ილონ მასკის პლატფორმა X (ყოფილი Twitter) რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების უდიდეს საშუალებად არის აღიარებული.

კრემლის პროპაგანდა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა და მას შემდეგ ფაქტობრივად ყველა სოციალური ქსელი და საკომუნიკაციო პლატფორმა მოიცვა. პროპაგანდას ეწევიან როგორც სამთავრობო არხები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ასევე ინფლუენსერები და ჩვეულებრივი მომხმარებლები. დეზინფორმაციის ყველაზე დიდი წილი, ტრადიციულად, "ტროლებსა" და "ბოტებზე" მოდის, ანუ ცენტრალურად მართულ ცრუ ანგარიშებზე, რომლებიც რეალურ პიროვნებებს არ წარმოადგენენ.

ანგარიშის მიხედვით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ცდილობენ Facebook-ის, Instagram-ის და Google-ის ხელმძღვანელები, თუმცა X-ის შემთხვევაში ვითარება დრამატულად განსხვავებულია. Twitter-ის მმართველობაში ილონ მასკის მოსვლის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა ცენზურა ფაქტობრივად სრულად გააუქმა, კონტენტის მოდერაცია კი შეწყდა, ამ ყველაფრის შემდეგ, Twitter-ზე გავრცელებული დეზინფორმაციის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა ჟუროვამ განაცხადა, რომ პლატფორმებმა მყისიერად უნდა იმოქმედონ მომავალ წელს აშშ–სა და ევროპაში დაგეგმილ არჩევნებამზე. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ადეკვატური ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი აცხადებს, რომ სოციალური ქსელების, მათ შორის, X-ის პასუხისგების საკითხიც აუცილებლად დადგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S