Accentnews.ge
კვლევა: ახალგაზრდების უმრავლესობა პოლიტიკით არ არის დაინტერესებული

კვლევა: ახალგაზრდების უმრავლესობა პოლიტიკით არ არის დაინტერესებული

26/09/2023 14:50:03 საზოგადოება

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაკვეთით შესრულებული კვლევის მიხედვით, 14-29 წლის ახალგაზრდების 63%-ს სჯერა, რომ ახალგაზრდების ინტერესები მწირად, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში.

ამავე კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების "უმრავლესობა (80%) ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში სავარაუდოდ არ (62%) ან საერთოდ არ (18%) ჩაერთვებოდა".

კვლევის მიხედვითვე, ახალგაზრდების მინიმუმ 75% ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკურ აქტივობაში, მაგალითად, მოხალისეობა, შემოწირულობა, პეტიციების ხელმოწერა, დემონსტრაციებში მონაწილეობა და ასე შემდეგ.

"როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს ბოლომდე არ ესმით მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური ცნებების არსი. ბევრი ახალგაზრდა ვერ ასახელებს მემარჯვენე და მემარცხენე პოზიციებს სწორედ გამოკითხვის დროსგამოკითხულთა 34% თავს ცენტრისტად მიიჩნევს, ხოლო 28%–ს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მსგავსი შედეგები გამოიკვეთა ფოკუს-ჯგუფების ანალიზისას, სადაც მონაწილეებს ასევე უჭირდათ საკუთარი თავის იდენტიფიცირება მემარჯვენეობა-მემარცხენეობის სკალაზე". - წერია კვლევაში.

კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე. საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების შესწავლის მიზნით კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.

რაოდენობრივი მონაცემები 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში მოგროვდა. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რაც შეეხება კვლევის თვისებრივ ნაწილს, თბილისში ჩატარდა ოთხი ფოკუს-ჯგუფი 14-29 წლის ახალგაზრდების მონაწილეობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S