Accentnews.ge
WhatsApp რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას არ მისცემს

WhatsApp რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას არ მისცემს

26/09/2023 13:55:07 მსოფლიო

WhatsApp რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას არ მისცემს, – იუწყება The Moscow Times კომპანია Meta-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით. Meta (ყოფილი Facebook) WhatsApp-ის მფლობელია.

WhatsApp რუსეთში არ აამოქმედებს არხების სერვის WA Channels-ს.

„პროდუქტი უახლოეს მომავალში არ იქნება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი რუსეთში“, - განუცხადა წყარომ The Moscow Times-ს. სხვა ქვეყნებში ეს შესაძლებლობა რამდენიმე კვირაში გაჩნდება.

რუსეთის ხელისუფლება Meta-ს "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" მიიჩნევს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში დაიბლოკა ასობით ათასი ვებ–გვერდი და სოციალური ქსელი, მათ შორის, Facebook, Instagram და Twitter.

დაბლოკვის გვერდის ასავლელად მომხმარებლები VPN-ს იყენებენ, რომლებსაც ასევე ბლოკავს რუსეთის ხელისუფლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S