Accentnews.ge
იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 4 %-ით გაიზარდა

იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 4 %-ით გაიზარდა

09/12/2019 08:00:16 ეკონომიკა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 877 963 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 16 %-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული, ჩამორჩენა კი საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11 თვეში მგზავრთნაკადის 2 %-იანი კლება დაფიქსირდა. მგზავრთნაკადი გაზრდილია ბათუმისა (3 %) და ქუთაისის (41 %) საერთაშორისო აეროპორტებში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ვარაუდობენ, რომ 12 თვის მონაცემებით აეროპორტებში ზრდა დაახლოებით 2-3 % იქნება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S