Accentnews.ge
2023 წელს ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი მილიონი კმ²-ით შემცირდა

2023 წელს ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი მილიონი კმ²-ით შემცირდა

26/09/2023 12:16:39 მსოფლიო

2023 წელს ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი მილიონი კმ²-ით შემცირდა. ამის შესახებ ნათქვამია "აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევვის შედეგებში.

მეცნიერები ყინულის გაქრობას უკავშირებენ ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორიცაა „ელ ნინიო“ - წყნარი ოკეანის ეკვატორული წყლების ტემპერატურის მატება, რომლის შედეგებს ამძიმებს კლიმატის ანთროპოგენული ცვლილება.

ყინულის ფართომასშტაბიან დნობას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს გლობალური კლიმატისა და ზღვის დონისთვის.

ზღვის ყინულის შემცირების გამო ოკეანის ტალღები შემოდის ანტარქტიდის სანაპიროზე და ამცირებს მის ყინულის შელფს. კონტინენტური ყინულის დნობა თავის მხრივ იწვევს ზღვის დონის აწევას, სანაპიროზე დატბორვის რისკს და ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლის მოსპობას.

ანტარქტიდა დედამიწის ერთ-ერთი ის რეგიონია, რომელიც ყველაზე სწრაფად თბება. პალეოეკოლოგების კვლევების თანახმად, მასზე მყინვარები უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ნებისმიერ დროს 5,5 ათასი წლის განმავლობაში.

2023 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო დაკვირვებების ისტორიაში: ტემპერატურის რეკორდები ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S