Accentnews.ge
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი: HIMARS–მა „მონაწილეობა მიიღო“ რუსი ოფიცრების შეხვედრაში, დაიღუპა 8 და დაშავდა 7 ოფიცერი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი: HIMARS–მა „მონაწილეობა მიიღო“ რუსი ოფიცრების შეხვედრაში, დაიღუპა 8 და დაშავდა 7 ოფიცერი

26/09/2023 10:50:30 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-დან ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების შტაბზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - იუწყება უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

მისი ინფორმაციით, "შეხვედრა ნაადრევად დასრულდა".

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის წყალობით, HIMARS–მა „მონაწილეობა მიიღო“ 70-ე მოტორიზებული დივიზიის 24-ე მოტომსროლელი პოლკის რუსი ოფიცრების ყოველდღიურ შეხვედრაში“, - იტყობინება უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S