
"რუსეთს მტრად არ განვიხილავთ, თუმცა მოსკოვის მზარდი აგრესიის პირობებში, ჩვენ NATO გვჭირდება"
09/12/2019 07:41:52 სხვა, მსოფლიო
„ჩვენ მტრების სიას არ ვადგენთ და რუსეთს მტრად არ განვიხილავთ, თუმცა მოსკოვის მზარდი აგრესიის პირობებში, ჩვენ NATO გვჭირდება“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რასაც ჩვენ სადღეისოდ ვხედავთ, ეს არის უფრო აგრესიული რუსეთი, რომელმაც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებად გარემოს ტერორიზმის ზრდასთან ერთად. ჩვენ ვხდავთ კიბერშეტევებს. ვხედავთ, რომ ჩინეთის აღზევებასთან ერთად ძალაუფლების გლობალური ბალანსი იცვლება. ასეთ არამდგრად პერიოდში ჩვენ გვჭირდება ისეთი ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუციები, როგორიცაა ნატო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და ადსძინა, რომ „რუსეთი აღარ არის ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“.