Accentnews.ge
დღეიდან საქართველომ რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა

დღეიდან საქართველომ რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა

26/09/2023 10:14:44 საზოგადოება

დღეიდან ძალაში შევიდა განარგულება, რომლის თანახამად, ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი იკრძალება.

როგორც მანამდე შემოსვალების სამსახურის განცხადებიდან გახდა ცნობილი ევროპული საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ისევე, როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში.

2023 წლის 1 აგვისტოდან აიკრძალა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.

საქსტატის მონაცემებით, თუ ივლისში საქართველოდან რუსეთში 13,346 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1054 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, აგვისტოში მხოლოდ 85 ერთეულის (781,1 ათასი დოლარის ღირებულების)

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში 4840 ერთეული ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა,რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 65.8 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში მანქანების რეექსპორტი იგივე ტემპით გრძელდება. ექსპერტებმა არაერთხელ გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ მანქანების ნაწილი რუსეთში გადაიგზავნება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტომობილების რეექსპორტს საქართველოს საექტორპო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი უკავია - მთლიანი ექსპორტის თითქმის 33% რაც ჯამში 1.178 მლრდ დოლარს აღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S