Accentnews.ge
საქსტატი – მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7%-ით გაიზარდა

საქსტატი – მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7%-ით გაიზარდა

09/12/2019 07:14:48 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მესამე კვარტალში 417.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 %–ით მეტია.

ინვესტორთა სიაში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 18.8 %–ით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი – 16.4 %–ით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 10.3 %–ით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23 %–ია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მილიონი აშშ დოლარით. ამასთან, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 909 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17 %–ით ნაკლებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S