
ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს
26/09/2023 07:04:40 საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლი დაიმატა. ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ ამ პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილი დაინიშნა.
აქამდე ეროვნულ ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა.
ცნობისთვის: მალხაზ ღუღუნიშვილი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ამ პოსტზე გიორგი ფერაძემ შეცვალა.
ამ დროისთვის ნათია თურნავას 2 მრჩეველი ჰყავს.