რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას კვლავ შეუტია
26/09/2023 06:05:32 მსოფლიო
რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას კვლავ შეუტია
"თავდასხმა იზმაილის რაიონში მოხდა. მომხდარის შედეგად დაიწვა 6 სატვირთო მანქანა და დაშავდა 2 მძღოლი. დაშავებულთაგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს", – აცხადებს ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ღამის განმავლობაში გამოიყენეს 38 დრონი, რომელთაგან 26 განადგურებულია.
იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.


