Accentnews.ge
ავსტრია უკრაინას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრულყოფილად მუშაობისთვის 1 მლნ ევროს გამოუყოფს

ავსტრია უკრაინას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრულყოფილად მუშაობისთვის 1 მლნ ევროს გამოუყოფს

26/09/2023 06:00:28 მსოფლიო

ავსტრია უკრაინას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრულყოფილად მუშაობისთვის 1 მლნ ევროს გამოუყოფს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შალენბერგის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკვე 19 თვეა გრძელდება და მოსკოვი ეს პერიოდი ''მიუღებლად და უპასუხისმგებლოდ'' იქცევა, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხში.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა გაეროს წარუდგინა რუსების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის დაცვის გეგმა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ზაპოროჟიეს ოკუპაციას აგრძელებენ და IAEA-ს მიზანია ბირთვული ინციდენტის თავიდან აცილება.

სწორედ ამიტომ ამ საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილია მილიონი ევრო, რომელიც ქვეყანას ივნისში გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას და IAEA-შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა 2022 წლის მარტში დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლიდან ორგანიზაციამ მუდმივი კონტროლი დაამყარა უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S