Accentnews.ge
ზედიზედ, მეხუთე დღეა, კურსკის ოლქს დრონებით უტევენ

ზედიზედ, მეხუთე დღეა, კურსკის ოლქს დრონებით უტევენ

26/09/2023 05:34:32 მსოფლიო

რუსეთის კურსკის ოლქზე დრონებით მორიგი შეტევა განხორციელდა.

"25 სექტემბრის ღამით და 26 სექტემბრის დილით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდეს 5 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა ხშირია. 22 სექტემბრიდან ზედიზედ, მეხუთე დღეა, რუსეთის ამ რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევენ.

24 და 25 სექტემბერს, რუსული და უკრაინული მედია წერდა, რომ კურსკში დრონებით თავდასხმა იყო ხალინოს სამხედრო აეროდრომსა და რუსეთის შსს-ს და უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობებზე.

კურსკი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის ხელისუფლება დრონებით თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S