Accentnews.ge
განათლების სამინისტრო: ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, სადაც ჭერი ჩამოინგრა, სასწავლო პროცესი შეწყდება

განათლების სამინისტრო: ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, სადაც ჭერი ჩამოინგრა, სასწავლო პროცესი შეწყდება

25/09/2023 17:12:43 საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, სადაც ჭერი ჩამოინგრა, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სკოლის რეაბილიტაცია დაგეგმილი იყო და სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ცნობისთვის: დღეს ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად სკოლის დამლაგებელი და ერთ-ერთი მშობელი დაშავდნენ. დამლაგებელი ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 124-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S