
ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 2 პირი დაშავდა
25/09/2023 16:28:05 საზოგადოება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა.
მომხდარის შედეგად სკოლის დამლაგებელი და ერთ-ერთი მშობელი დაშავდნენ. დამლაგებელი ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 124-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.